ჩვენს შესახებ
ჩვენ ვაწყობთ ვებ გვერდებს, მობილურ აპლიკაციებს, CRM, ERP, E-Commerce, LMS, WMS და სხვა ბიზნეს გადაწყვეტილებების, რომლებიც რეალურ ბიზნეს პრობლემებს წყვეტენ.
წელი გამოცდილება
წარმატებული პროექტი
გრძელვადიანი კლიენტი
სავაჭრო ბაზარი
ჩვენი პროგრამული უზრუნველყოფით ბიზნეს პროცესები მუშაობენ
ჩვენი ძირითადი მიმართულება არის ბიზნესზე მორგებული ვებ გვერდების დამზადება, მობილურ აპლიკაციების დამზადება, CRM, ERP, E-Commerce, LMS, WMS ბიზნეს გადაწყვეტილებების შემუშავება და მათი ინტეგრაცია სხვა არსებულ პლატფორმებთან.
ჩვენ ვეხმარებით კომპანიებს ოპერაციული გამოწვევების გარდაქმნაში მასშტაბირებად პროგრამულ უზრუნველყოფად, ძლიერი პროდუქტის ხედვის, გამოცდილი საინჟინრო გუნდის და მკაფიო მიწოდების პროცესების შერწყმით.
ჩვენი გუნდი ქმნის პლატფორმებს, რომლებიც მართავს ბიზნეს პროცესებს
ERP & ბიზნესის პროცესების მართვის სისტემები
ინდივიდუალური CRM და გაყიდვების ავტომატიზაციის ინსტრუმენტები
სასაწყობე და ლოგისტიკური პლატფორმები
ელექტრონული კომერციისა და ინტერნეტ გაყიდვების გადაწყვეტილებები
ჯანდაცვის პლატფორმები
HR, Payroll & Workforce Management Systems
HR, კადრებისა და ხელფასების მართვის სისტემა
ოპერაციული დეშბორდები და ანალიტიკის სისტემები
მობილური აპლიკაციები
განვლილი გზა
ჩვენი ევოლუცია, ადრეული ვებ პროექტებიდან → გრძელვადიან გლობალურ პარტნიორობამდე, რომელიც ჩამოყალიბდა რთული სისტემების შექმნის მრავალწლიანი გამოცდილებით, რეალური ბიზნეს გამოწვევების გააზრებით და იმ პროცესების დახვეწით, თუ როგორ ვაწვდით პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც დროის გამოცდას უძლებს.
დავარსდით როგორც ვებ სტუდია
63BITS დაიწყო როგორც მცირე ვებ სტუდია, რომელიც ორიენტირებული იყო სუფთად ვებ გვერდების დამზადებასა და რეზულტატების სწრაფ მიწოდებაზე. ადრეული სამუშაოები მოიცავდა ვებგვერდებსა და სარეკლამო პლატფორმების შემუშავებას ადგილობრივი ბრენდებისთვის.
First Large-Scale Deployments
შემდგომში ისეთ ბრენდებთან თანამშრომლობით როგორიც არის Alter Vision, კავეა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და საქართველოს საფონდო ბირჟა, კომპანიამ დაიწყო ფპლისოს შეცვ;ა მარტივი ვებ გვერდებიდან უფრო რთული, ბიზნესისთვის კრიტიკული სისტემებისკენ. ამ პერიოდში ჩამოყალიბდა ჩვენი ექსპერტიზა ანალიტიკაში, ინტეგრაციებსა და ინდივიდუალურ სამუშაო პროცესებში.
სრული ტრანსფორმაცია პროგრამული ბიზნეს გადაწყვეტილებებისკენ
E-commerce, E-learning, CRM და ERP პლატფორმების შექმნაზე ჩვენდამი მოთხოვნის ზრდამ სრულიად მოახდინა ჩვენი პროფილის ტრანსფორმაცია პროგრამული ბიზნეს გადაწყვეტილებების შემუშავებისაკენ. ამან საფუძველი ჩაუყარა ჩვენს გრძელვადიან ფოკუსს — ბიზნეს პროცესების გააზრებას და მათ გარშემო სანდო პროგრამული უზრუნველყოფის შექმნას.
უცხოურ ბაზარზე გასვლა
ჩვენ დავამყარეთ გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობები კლიენტებთან აშშ-დან, გერმანიიდან და დუბაიდან. საერთაშორისო პროექტებმა გააძლიერა ჩვენი საინჟინრო სტანდარტები, დოკუმენტაციის პრაქტიკები და მიწოდების პროცესები.
ზრდა საწარმოო (Enterprise) გადაწყვეტილებებისაკენ
ჩვენ დავიწყეთ მჭიდრო თანამშრომლობა უფრო დიდ ორგანიზაციებთან, მათ შორის VIAN (EVEX Medical Corporation)-თან, კომპანია ამბოლთან, კომპანია ალდაგთან, საქართველოს საფონდო ბირჟასთან და BetterFly DDB-თან. ჩვენი პორტფელი გაფართოვდა ERP მოდულებით, HR სისტემებით, LMS პლატფორმებით და ინდუსტრიისთვის სპეციფიკური ინსტრუმენტებით.
პროდუქტზე ორიენტირებული აზროვნება და გრძელვადიანი პარტნიორობები
დღეს ჩვენი ფოკუსი გადატანილია უფრო მაღალი გავლენის მქონე გადაწყვეტილებებზე, როგორიც არის რობოტიზირებული პროგრამულ უზრუნველყოფაზე რთულ WMS მოდულებზე, AI ინტეგრაციებზე, ინდივიდუალურ საწარმოო პლატფორმებსა და გრძელვადიან SaaS განვითარებაზე. ჩვენ ვაგრძელებთ გამოცდილ სპეციალისტებზე ორიენტირებული გუნდის ზრდას და თანამშრომლობას კლიენტებთან, რომლებიც აფასებენ პასუხისმგებლობას, სანდოობას და მკაფიო კომუნიკაციას.
პროექტის აწყობის პროცესი
შემოუერთდით ჩვენ გუნდს
განაგრძეთ თქვენი კარიერული გზა ჩვენი გუნდის პროფესიონალებთან ერთად